იმერეთის 12 მუნიციპალიტეტში თოვს. იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ

ამ დროისთვის გზებზე ტექნიკური მარილის მოყრა მიმდინარეობს.

” ქვედა ზონის სოფლებში თოვლის საფარი მცირეა, ხოლო ზედა ზონაში 40–50 სანტიმეტრია. ამ ეტაპზე ყველა მუნიციპალიტეტში გაწმენდითი სამუშაოები და გზებზე ტექნიკური მარილის მოყრა მიმდინარეობს. ყველა მუნიციპალიტეტში აქტიურად მუშაობენ შესაბამისი სამსახურები. საჭიროების შემთხვევაში მობილიზებულია სპეციალური ტექნიკაც,”- განაცხადეს იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *