ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარებისა

და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურის, ტურიზმის განყოფილების ინიციატივით  პროექტი  ,,ჩემი და შენი იმერეთი” დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ ქუთაისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს. 
“პროექტის მიზანია შიდა ტურიზმის განვითარებისათვის ქუთაისისა და იმერეთის რეგიონის ცნობადობის გაზრდა და პოპულარიზაცია, ასევე სტუდენტების ჩართულობა თვითმმართველობის პროექტებში და მოტივაციის ამაღლება.
პროექტის I ფაზას წარმოადგენს კონკურსის წესით სტუდენტების შერჩევას. პროექტში მონაწილეობის მსურველებმა წარადგინეს 2-3 წუთიანი პრეზენტაციები. საუკეთესო სტუდენტებს შეარჩევს ტურიზმის განყოფილების თანამშრომლებით დაკომპლექტებული კომისია.
კონკურსის წესით შერჩეული სტუდენტები, მენტორის ხელმძღვანელობით ჩაატარებენ პრეზენტაციებს ქუთაისის და იმერეთის რეგიონის ტურისტული პოტენციალის შესახებ, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის საჯარო სკოლებში”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *