ქუთაისში ხვალ სოლიდარობის აქცია გაიმართება.

აქცია ცენტრალურ მოედანზე 18:00 საათზე დაიწყება. სოლიდარობის აქციის შესახებ დღეს რადიო “ძველი ქალაქის” ეთერში, გადაცემაში “მთელი დღე” აქციის ორგანიზატორმა აკაკი საღინაძემ და რადიო “ძველი ქალაქის” პროგრამების დირექტორმა ქეთევან ბერძენიშვილმა ისაუბრეს. “მინდა ღრმა მწუხარება გამოვხატო სირიაში, კერძოდ ქალაქ ალეპოში დატრიალებული ტრაგედიის გამო.ამდენი უდანაშაულო ადამიანის და მათ შორის ბავშების მკველობის გამო. ეს არის მართლაც შეუწყნარებელი რამ, რასაც ასადის ხელისუფლება მოკავშირეებთან ერთა ჩადის. ყველა ის ადამიანი, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ნებისმიერი სიცოცხლე ვერ იქნება გულგრილი ამ ფაქტის მიმართ და სწორედ ამიტომ ხვალ იმართება აქცია”, – განაცხადა ქეთევან ბერძენიშვილმა.

აქციაზე ხვალ მოთხოვნებს გააჟღერებენ. “ჩვენ ვუერთდებით აქცია “საქართველო სირიელი ხალხისთვის”. ვუცხადებთ სოლიდარობას თითოეულ უდანაშაულო მოქალაქეს, რომლებიც შეეწირნენ ამ სისხლისმღვრელ და უთანასწორო ბრძოლას.მოვითხოვთ სახელმწიფოს სახელით გაკეთდეს სამძიმრის განცხადება, ჩვენი მოთხოვნა იქნება სახელმწიფო სტრუქტურებისადმი, რომ შეიქმნას ბაზა, რომლის საშუალებითაც ნებისმიერი სახელმწიფო სამსახური, არასამთავრობო ორგანიზაცია და მოქალაქეები შეძლებენ, შეაგროვონ ინფომრაცია პირველადი საჭიროებების შესახებ და გააგზავნიან მათ კონფლიქტის ზონაში , ეს იქნება ჰუმანიტარული პროდუქცია თუ სხვა…რადგან რომ შევაგროვოთ თუნდაც თანხა ან ტანისამოსი არ ვიცით სად უნდა წავიღოთ. აგრეთვე ვთხოვთ ქუთაისის მერიას , რომ დროებით, გლოვის ნიშნად ჩაქრეს საახალწლო განათებები ქალაქში”, – განაცხადა აქციის ორგანიზატორმა აკაკაი საღინაძემ.

სოლიდარობის აქცია 4 ქალაქში: თელავში, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში იმართება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *