ბერლინში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით,

გერმანიაში საქართველოს საელჩოში მოქმედებს ცხელი ხაზი: +49 (0) 162 8855303. ასევე 24 საათიანი ცხელი ხაზი მოქმედებს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში: (+995 32) 294 50 50.

“გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო მუდმივ კავშირზეა გერმანიის საგანგებო სიტუაციების სამსახურის პირველადი რეაგირების ჯგუფთან. ამ ეტაპზე გერმანული მხარე დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების არსებობას არ ადასტურებს”, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ტერორისტული აქტი ქალაქის ცენტრში, საშობაო ბაზრობაზე მოხდა. სატვირთო მანქანა ხალხში შევარდა – დაიღუპა 12 ადამიანი, 50-მდე დაშვდა. მძღოლმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა, თუმცა პოლიციამ ის დააკავა.

გარდაცვლილი იპოვეს სატვირთოში მყოფი კიდევ ერთი მამაკაცი – ის პოლონელია. დაკავებული კი, რომელიც იკითხება, დაუდასტურებელი ინფორმაციით, პაკისტანელია, რომელიც თავშესაფრის მისაღებად გერმანიაში თებერვალში ჩავიდა.

მთელი ღამის განმავლობაში საშობაო ბაზრობის მიმდებარე ტერიტორია პოლიციას გადაკეტილი ჰქონდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *