ქუთაისის საკრებულოს გადაწყვეტოლებით 2017 წლიდან სპორტულ და კულტურულ,

სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლება ფასიანი გახედება. საკითხი საკრებულოს სხდომაზე განსახილველად ქუთაისის ვიცე-მერმა კოტე ქავთარაძემ გამოიტანა. პროექტის თანახმად სწავლის საფასურის 10-დან 20 ლარამდე დაწესებულებას გულისხმობს. სწავლის საფასურისაგან გათავისუფლდებიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვები, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 ათასს არ აღემატება.

აღნიშნულ ინიციატივას აზრთა სხვადასახვაობა მოჰყვა. ლეიბორისტული პარტიის წევრის სამსონ გუგავას თქმით ეს გადაწყვეტილება სპორტულ დაწესებულებიდან ბავშვების მასიურ გადინებას გამოიწვევს.

“უუნაროა, გადასახადების შემოღების შემდეგ ბავშვები დატოვებენ სპორტულ დაწესებულებებს რადგან მათ მშობლებს გადახდა არ შეეძლებათ და ბავშვებს ქუჩისთვის გავიმეტებთ მაშინ როცა მოსახლეობის 70% გადახდის უუნაროა,”- განაცხადა სამსონ გუგავამ.

საკრებულოს დეპუტატმა ზაზა ლომინაძემ განცხადა,რომ პროექტის დამტკიცების შემთხვევაში უნდა მოხდეს სპორტული და კულტურული დაწესებულებების პედაგოგთა ხელფასების 33 %-ით გაზრდა.

აღნიშნული ინიციატივა დღეს, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 28-ე სხდომაზე დამტკიცდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *