ქუთაისში, ა(ა)იპებში რეორგანიზაცია

მიმდინარეობს. ააიპების ნაწილში უკვე ჩატრდა კონკურსი,თანამშრომელთა შესარჩევად.რეორგანიზაციის შედეგებს ელოდებიან ააიპ ბოტანიკური ბაღის თანამშრომლები, სადაც 49 თანამშრომელი ირიცხება. რადიო “ძველი ქალაქი” დაინტერეესდა როგორ უნდა წარიმართოს რეორგანიზაცია, ისე, რომ არ მოხდეს ადამიანის შრომითი უფლებების დარღვევა. კითვაზე, როდის შეიძლება გახდეს რეორგანიზაცია პრობლემა ? “საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს” ქუთაისის ორგანიზაციის კოორდინატორი ზურაბ ზამბახიძე გვპასუხობს. “თუ კი ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტს, რომ იგივე საქმის გაკეთება ნაკლები მუშა ხელით შეიძლება, ამ შემთხვევავში აქვს უფლება და კანონიც მას, ასე ვთქვათ, ზურგს უმაგრებს იმისათვის, რომ მან ჩაატაროს რეალური რეორგანიზაცია. პრობლემა ხდება მაშინ, როდესაც ორგანიზაციები ადამიანებს უშვებენ სამსახურიდან და ამის შემდეგ შტატების რაოდენობა არის უცვლელი, შესაბამისად არ მცირდება ადმინისტრაციული ხარჯი”, – განაცხადა ზურაბ ზამბახიძემ.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველომ” კვლევა გაულ წელს გამოაქვეყნა, სადაც 2015 წლის კვლევის შედეგებზე, ააიპებში გაზრდილ შტატებსა და ადმინისტრაციული ხარჯზე იყო საუბარი. ზურაბ ზამბახიძის თქმით, ორგანიზაცია მიესალმება სამტავრობო პროგრამას, რომელიც 10 პროცენტით გულისხმობს ხარჯების შემცირებას და ამბობს:
“ჩვენ მივესალებით სამთავრობო პროგრამას, რომელიც 10 პროცენტით გულისხმობს ხარჯების შემცირებას. თუ კი ეს განხორციელდება არა მარტო ცენტრალურ ხელისუფლებაში და ადგილობრივ თვითმმართველობებში, ეს მისასალმებელია. ჩვენმა კვლევებმა ცხადყო, რომ ადმინისტრაციული ხარჯები იყო ძალიან გზრდილი. ხშირ შემთხვევაში ააიპები იქმნებოდა ყოველგვარი დასაბუთების გარეშე. ჩვენ მივესალმებით კიდევ ერთხელ თუ მოხდება ამ ხარჯების შემცირება , მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ადამიანის შრომითი უფლებების დარღვევის ხარჯზე”, – განაცხადა “საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს” ქუთაისის ორგანიზაციის კოორდინატომა ზურაბ ზამბახიძემ.
ააიპებში რეორგანიზაცია ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების გამო ხორცილედება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *