ქუთაისში, სოციალურ საცხოვრისში ფართს

48 ოჯახი მიიღებს,- ამის შესახებ ქუთაისის მერიის პრესამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. მიმდინარე სამუშაოები ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ დაათვალიერა. კორპუსი, სადაც უსახლკაროები იცხოვრებენ 4 სართულიანია. საცხოვრებელი ფართით 48 ოჯახის დაკმაყოფილება მოხდება.
,,ჩვენ დავათვალიერეთ სოციალური საცხოვრისში მიმდინარე სამუშაოები. ძირითადი სამუშაოები დასრულებულია, ახლა მიმდინარეობს ფანჯრების ჩასმა. ამჟამად შიდა ინტერიერი წესრიგდება, რათა თითოეულ ოჯახს ინდივიდუალურად ჰქონდეს გაზი, წყალი და დენი. ვიმედოვნებთ, რომ სამუშაოები თებერვლის ბოლოს დასრულდება, ანუ როგორც დავგეგმეთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, ჩვენ პირველი თვითმმართველობა ვართ ვინც შევეჭიდეთ ამ საქმეს. ეს იმ საკითხის მოგვარებაა, რაზეც ადრე თვითმართველობებს პასუხი არ ქონდა. ამის შემდეგ სპეციალური კომისია, რომელიც დაკომპლექტდება გაანაწილებს ფართებს იმის მიხედვით ვისაც რეალურად არ აქვს ღამის გასათევი. კომისია სხვადასხვა კრიტერიუმებით შეაფასებს პრედედენტებს. ყველა ვერ დაკმაყოფილდება ცხადია, ჩვენ მხოლოდ 48 ბინა გვაქვს აქ შეძენილი. ეს შენობა მერიის მფლობელობაში დარჩება და ის არ გადაეცემა ოჯახებს როგორც საკუთრება. ეს ფართები ადამიანებისთვის იქნება დროებით სარგებლობაში და როცა მათი მდგომარეობა გაუმჯობესდება ჩვენ ამ ფართს სხვა გაჭირვებული ადამიანებისთვის გამოვიყენებთ. ვიცით, რომ ეს ყველაფერი არ არის საკმარისი, მაგრამ გაცილებით მეტია ვიდრე არცერთი”, – ნათქვამია მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ქუთაისის მერის, შოთა მურღულიას კომენტარში.

სოციალური საცხოვრისისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 მილიონ ნახევარი ლარი იხარჯება და პროექტი 2 ეტაპიანია. ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე უსახლკარო ადამიანებისათვის სოციალური საცხოვრისის მშენებლობა თებერვლის თვეში უნდა დასრულდეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *