ქუთაისში”სასაფლაოთა დასუფთავების”

საპილოტე პროექტი წარდგინეს, რომელიც  საფლავების დასუფთავებისათვის ნებაყოფლობითი გადასახადის დაწესებას ითვალისწინებს. პროექტი განხორციელდება სამ ეტაპად: 1. სასაფლაოთა იდენტიფიცირება. 2.მოსახლეობის ინფორმირება და ხელშეკრულების გაფორმება. 3.ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულება.

“ჩვენ ვთავაზობთ ასეთ სერვისს: წელიწადში 60 ლარი იქნება ნებაყოფლობითი, ვინც ამ 60 ლარს გადაიხდის გავუფორმებთ ხელშეკრულებას, ყოველ თვეში მივა დამლაგებელი და სასაფლაოს დაუსუფთავებს. ასე ეტაპობრივად მოვაწესრიგებთ სასაფლაოებს.”- განაცხადა სასაფლაოთა მეურნეობის სამსახურის, დასუფთავების განყოფილების უფროსმა იოსებ კუჭავამ.
სასაფლაოთა მეურნეობის სამსახურის, დასუფთავების განყოფილების უფროსის თქმით, მსგავსი პროექტი უკვე განხორციელდა თბილისში და საკმაოდ წარმატებით მუშაობს. ქუთაისი იქნება რიგით მეორე ქალაქი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *