საქართველოში ავტოსკოლების გაერთიანება შეიქმნება.

ამის შესახებ რადიო “ძველ ქალაქთან” საუბრისას ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარემ დავით მესხიშვილმა განაცხადა.
“ზეგ ვაფუძნებთ ავტოსკოლების ასოციაციას. სადაც გაწევრიანდება ყველა ავტოსკოლა, ვინც პატიოსნად მუშაობს. დავაყენებთ სახელმწიფოს შესახებ იმ მოთხოვნებს, რომ დაიხვეწოს განათლების სიტემა. პრობლემა არის ის, რომ ამ გამარტივებული გამოცდის პირობებშიც კი იჭრებიან პრაქტიკულ გამოცდაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანები ვერ იღებენ შესაბამის განათლებას. ამიტომ ეს მოდელი უნდა დაიხვეწოს. ჩვენ ხელისუფლებასთან გვაქვს ჩვენი შეთავაზებები. აუცილებლად უნდა მოხდეს ავტოსკოლების ლიცენზირება და პრაქტიკული და თეორიული სწავლების დაკანონება. ანუ სანამ მართვის მოწმობის გამოცდაზე გავა მსურველი, უნდა ჰქონდეს გავლილი ავტოსკოლა. ეს მოდელი ევროპაშია აპრობირებული, თუმცა იმიტომ კი არ მოგვწონს, რომ ეს ევროპაშია, იმიტომ რომ ამას აქვს გარკვეული შედეგი. დღეს გვაქვს ის, რომ გაუთვითცნობიერებელი ადამიანი იღებს მართვის მოწმობას , მართალია ყოველგვარი კორუფციის გარეშე, მაგრამ არის 600-მდე გარდაცვლილი და ათი ათასამდე ტრამვირებული ყოველ წლიურად”. – განაცხადა დავით მესხიშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, ამ ასოციაციას ექნება ბერკეტი, რითაც ავტოსკოლებში განათლების დონე ამაღლდება.”ეს გაერთიანება იქნება ის ბერკეტი, საშუალება, რომ ავამაღლოთ ავტოსკოლებში დონე და ამ ამაღლებული დონით მოვამზადოთ კიდევ უფრო განათლებული ადამიანები. მძღოლები მართალია პრაქტიკით ყალიბდებბიან, მაგრამ მინიმუმი, საბაზისო ცოდნა უნდა მიიღონ ავტოსკოლებში”. – განაცხადა დავით მესხიშვილმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *