სინოპტიკოსები საქართველოში 1-ელ თებერვლამდე უამინდობას პროგნოზირებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი

პროგნოზების ბიუროს უფროსის მოადგილემ ნინო წვერავა აცხადებს, რომ  დღეს, დღის პირველ ნახევარში აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში, მათ შორის თბილისშიც დროგამოშვებით მცირე თოვლია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოშიც ნალექი უმეტესად ასევე თოვლის სახით იქნება. კერძოდ, შავი ზღვის სანაპიროზე თოვლჭყაპი, ხოლო კოლხეთის დაბლობზე თოვაა მოსალოდნელი. დღის მეორე ნახევარში ნალექის ინტენსივობა იკლებს.

28 იანვარს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ და აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში თოვაა მოსალოდნელი, მათ შორის თბილისშიც. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა თბილისში დღისით – 3 გრადუსი იქნება. 28 იანვარს ღამით -2; დღისით – 0
დასავლეთ საქართველოში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 2-4 გრადუსი იქნება; ღამით -4;+1; მთიან რაიონებში ღამით -10;-5; დღისით – -6-1 გრადუსი; მაღალმთიან რაიონებში ღამით -15-10 გრადუსი; დღისით -7;-2 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით -5;0; დღისით -2;+3; მთიან რაიონებში ღამით -10;-5; დღისით – -6-1; მაღალმთიან რაიონებში ღამით -15;-10; დღისით -10;-5.

29 იანვარს დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში თოვლია მოსალოდნელი; აღმოსავლეთ საქართველოში გამოიდარებს. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში, მათ შორის თბილისშიც.

1-ელ თებერვლამდე სინოპტიკოსები საქართველოში უამინდობას პროგნოზირებენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *