საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო”იმერეთის მუნიციპალიტეტში ვებ-გვერდების

გამჭვირვალედ მუშაობის საკითხით დაინტერესდა და 2017 წლის, კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. “ჩვენ მიგვაჩნია, რომ არასაკმარისად გამჭვირვალე არის ის ინფორმაცია,რომელიც იმერეთის ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს თავიანთ ვებ- გვერდებზე აქვთ განთავსებული. კვლევის მიზანი იყო გავეგო, თუ რამდენად გამჭვირვალედ მუშაობენ მუნიციპალიტეტები და რამდენად არიან ჩართული ამაში მოქალაქეები.  ბევრმა მუნიციპალიტეტმა მიიღო პროაქტიულად გამოქვეყნების წესის დებულება, თუმცა მათ მიერ მიღებულ დებულებებთანაც არ მოდიან შესაბამისობაში”,- განაცხადა “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს”იმერეთის ოფისის კოორდინატორმა ლელა მოწონელიძემ.

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს N219 დადგენილებით, საქართველოს კანონმდებლობა მუნიციპალიტეტის ორგანოებს ინფორმაციის პროაქტიულად გამოყენებას ცალსახად ავალდებულებს.”საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ” აღნიშნული კვლევა 2016 წელსაც ჩაატარა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *