საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ოპტიმიზაციის პროცესი დასრულებულია.

ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ოფიციალურ ვებ გვერდზე ავრცელებს.

“შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების რეორგანიზაციისა და შტატების ოპტიმიზაციის საკითხთან დაკავშირებით, გენერალური შტაბის უფროსის ბრძანებით 2016 წლის 12 ნოემბერს შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც განიხილა არსებული საშტატო სტრუქტურები და ოპტიმიზაციისათვის საჭირო რეკომენდაციები შეიმუშავა. სამუშაო ჯგუფმა შეაფასა გარკვეული თანამდებობების საჭიროებები, გამოავლინა დუბლირებული ფუნქციების მქონე სტრუქტურული ერთეულები და საბოლო რეკომენდაციები შემდგომი რეაგირებისთვის გადასცა შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობას.
რეორგანიზაციის შედეგად მთლიანობაში თავდაცვის უწყება 2250-მდე ადამიანმა დატოვა.

მათ შორის სამოქალაქო ოფისიდან:

1. შტატგარეშე – 400
2. შტატიანი – 1350
სულ 1750 სამოქალაქო პირი.

შეიარაღებული ძალებიდან სამხედრო პირები:
1. ოფიცერი – 217
2. სერჟანტი – 123

სულ 340 სამხედრო. აქედან 209 ოფიცერმა ერთჯერადი გასასვლელი დახმარებით, პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა შეიარაღებული ძალები. მათზე გასაცემი კომპენსაციის მთლიანმა თანხამ 5 მილიონ 197 ათას 500 ლარი შეადგინა. ხოლო კომპენსაციების განაკვეთი განისაზღვრა წოდებების მიხედვით:

• ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი -10 ათასი ლარი.
• კაპიტანი – 14 ათასი ლარი
• მაიორი -18 ათასი ლარი
• ვიცე-პოლკოვნიკი – 23 ათასი ლარი
• პოლკოვნიკი – 29 ათასი ლარი.”- წერია ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *