პრემიერ-მინისტრი ევროპაში ქუთაისიდან

ახალგაზრდებთან ერთად გაემგზავრება. ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც მან საქართველოს მოსახლეობას ვიზალიბერალიზაციის მიღება მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს არის მეტი კეთილდღეობა, მეტი დემოკრატია, მეტი ენერგია და ენთუზიაზმი, მეტი წარმატება ჩვენი ქვეყნის სწრაფი განვითარების გზაზე.
“ჩვენზეა დამოკიდებული რამდენად ფართოდ იქნება ეს კარი გახსნილი მომავალი თაობებისთვის. სწორედ ჩვენი მომავალი თაობის წარმომადგნლებთან ერთად ვგეგმავ უვიზო რეჟიმის ამოქმედებისთანავე ევროპაში გამგზავრებას. ქუთაისიდან აუცილებლად გავემგზავრები ჩვენს ახალგაზრდებთან ერთად. რომლებისთვისაც, დარწმუნებული ვარ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო დღევანდელი გადაწყვეტილება. მჯერა, მალე ჩვენ ღირსეულად შევაბიჯებთ დიდ ევროპულ ოჯახში და ჩვენს წვლილს შევიტანთ მის მრავალფეროვან კულტურაში, მშვიდობის განმტკიცებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში”, – განაცხადა პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *