ქუთაისში “წითელ ხიდზე”

გადაადგილება  გუშინ საღამოდან მხოლოდ ფეხით მოსიარულეებს შეუძლიათ. საქალაქო ავტობუსებისა და მიკროავტობუსებისათვის გადაადგილება დროებით შეჩერბულია.  ხიდზე ასფალტის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
უამინდობის პერიოდში ხიდზე გავლა უფრო შეუძლებელი იყო, რადგან წყალი დგებოდა. ამ პრობლემის ამსახველი მასალა რადიომ “ძველი ქალაქი” რამდენიმე კვირის წინ შემოგთავაზათ.
შეგახსენებთ, ხიდი ექსპლუატაციაში 1862 წლის მაისში გაეშვა. რეაბილიტაცია კი ბოლოს 2011 წელს, ქუთაისის მაშინდელი მერის მოადგილის დავით ანდღულაძის ბრძანების საფუძველზე ჩაუტარდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *