ავღანეთში მებრძოლმა ჯარისკაცებმა და ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა

ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ასევე ავღანეთის ომის ვეტერანებს ადგილობრივმა ხელისუფლებამ ფულადი დახმარება გადასცა.

“ჩვენ ყოველ წელს ვიკრიბებით აქ ავღანეთის ომშ მონაწილეებთან ერთად, ეს ადამიანები იხსენებენ თავიანთ დაღუპულ მეგობრებს. დღეს ქუთაისის მერიამ გადაწყვიტა გაუკეთოს საჩუქარი ავღანეთში ომის მონაწილეებს და გადასცა მცირედი თანხა რომელსაც თითოეული მათგანი ყოველ წელს მიიღებს,”-განაცხადა ქუთაისის ვიცე მერმა ნოდარ მიქიაშვილმა.

ავღანეთიდან საბჭოთა ჯარების გამოყვანა 1989 წლის 15 თებერვალს დასრულდა, რომლითაც შესრულდა ჟენევაში ხელმოწერილი შეთანხმება ავღანეთიდან ჯარების გაყვანის შესახებ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *