“სპეციალური სერვისების” საზოგადოებასთან

ურთიერთობის სამსახურის უფროსის ინფორმაციით, ქუთაისში გზების წმენდა გუშინ საღამოდან დაიწყო. გიორგი მჟავანაძის თქმით, მობილიზებულია ყველა რესურსი, რატა პრობლემები არ შექმნას. “როდესაც ნალექმა მოიმატა მობილიზება გაუკეთდა ყველა რესურსს. მთელი ღამის განმავლობაში იწმინდებოდა ის ადგიელბი, რომელბიც რელიეფური თვალსაზრისით ძნელად მისადგომია და გაადგილების პობლემას შექმნიდა. ჩვენ მობილიზებულები ვართ და დავიწყებთ საფეხმავლო გზების წმენდას. ასე, რომ სრულად ვაკონტროლებთ სიტუაციას”, – განაცხადა გიორგი მჟავანაძემ.

ფოტო არქივიდან.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *