ქუთაისის მერის მოადგილემ კონსტანტინე ქავთარაძემ ენჯეო სექტორთან ერთად სოციალური საცხოვრისის

განაწილების წესის სამუშაო ვერსია განიხილა. არასამთავრობო ორგანიზაციებმა გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები, რეკომენდაციები და შენიშვნები.

არასამთავრობო ორგანიზაციის “ექიმი და საზოგადოება” წარმომადგენლის რუსუდან ხაჭაპურიძის თქმით სოციალური საცხოვრისის მშენებლობა ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნა, რომ საკუთარი რეკომენდაციები შეხვედრის დროს ქუთაისის ვიცე-მერს კონსტანტინე ქავთარაძეს გააცნო.

“ვიცით, რომ ქვეყანაში ძალიან ბევრი ადამიანი გვყავს ისთი ვისაც ჭერიც კი არ გააჩნია, ამიტომ მივესალმები სოციალური საცხოვრისის მშენებლობას. მე დღეს გავაცანი ჩემი მოსაზრებები აქ შეკრებილებს და ვთვლი, რომ საცხოვრებელი პირველ რიგში უნდა გადაეცეთ იმათ, ვისაც ჭერი საერთოდ არ გააჩნიათ, ასევე მე დავინტერესდი საკითხით თუ როგორ მოხდება შემდეგში ამ ადამიანების გამოსახლება აღნიშნული საცხოვრებლიდან,”-განაცხადა რუსუდან ხაჭაპურიძემ.

ქუთაისის ვიცე-მერი კონსტანტინე ქავთარაძე აცხადებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ გაწეული გარკვეული რეკომენდაციების გათვალისწინება აუცილებლად მოხდება.

“ქუთაისის მერიის ბრძანებით კომისიის შემადგენლობა განისაზღვრა, რომელმაც იმუშავა უსახლკარო პირთათვის რეგისტრაციის და დროებითი საცხოვრებლის მინიჭების წესთან დაკავშირებით, მოხდა ამ წესის სამუშაო ვერსიის პრეზენტაცია არასამთავრობო სექტორთან და გათვალისწინებული იქნა გარკვეული რეკომენდაციები” -აცხადებს კონსტანტინე ქავთარაძე.

სამუშაო ვერსიები მესამე სექტორის წარმომადგენლებს ელექტრონულად გაეგზავნებათ და თავიანთ წინადადებასაც ამის შემდეგ წარმოადგენენ.

ქუთაისის მერიის დაფინანსებით 48 ოჯახზე გათვლილი სოციალური საცხოვრისის მშენებლობა განხორციელდა. უსახლკარო ადამიანებს, სპეციალური კომისია სხვადასხვა კრიტერიუმებით შეარჩევს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *