წყალტუბოში ინტენსიური თოვა გადაადგილების პრობლემებს ქმნის.

როგორც რადიო “ძველ ქალაქს” მოქალაქეებმა განუცხადეს ტრანსპორტი შეფერხებით მუშაობს. “ძალიან ხშირად ტრანსპორტი არ მოძრაობს. არც არავინ წმენდს. არც ტრაქტორი დადის და არ არაფერი. დიდი თოვლი დევს ტრასაზე”,- აცხადებენ მოქალქეები.
წყალტუბოს მუნიციპაიტეტის გამგეობაშ აცხადებენ, რომ ქალაქის შიდა გზების გაწმენდა თითქმის დასრულებულია და მიმდინარეობს სოფლებთან მისასველელი გჰზების გაწმენდა. “პრაქტიკულად დასრულდა ქალაქის შიდა გზების გაწმენდა. ყველა ქუჩის გაწმენდა დასრულებულია. ჩვენი გრეიდერი გადასულია ხომული, ბანოჯა გუმბრის ტერიტორიაზე. შემდეგ გვიშტიბის ადმინისტრაციულ ერთეულს გაწმენდს. გაიწმინდება გვიშტიბი-გუბისწალი. ამ მომენტში იწმინდება ცხუნკური-ყუმისთავი. დასრულების პროცესია და გაადმოვა სოფელ წყალტუბოს ტერიტორიაზე. გაიწმინდება ქვილიშრის და სოფელ წყალტუბოს ტერიტორია. იწმინდება რიონი-ზარათი, სორმონი და ჭოლევი, მექვენა, ვანისჭალა, ბეთქოულა. ეს ტერიტორიები ჩვენი ძალებით იწმინდება. გარდა ამისა საგზაო დეპარტამენტი წმენდს ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის მონაკვეთს”, – განაცხადა რადიო “ძველ ქალაქთან” საუბრისას წყალტუბოს მუჯნიციპალიტეტის გამგებლის თანაშემწემ ალექსანდრე დადუნაშვილმა.
დილის საათებში წყალტუბოს მუნიციოპალიტეტის ერთ სოფელს, ქვილიშორს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა,თუმცა ამ დროისათვის ელექტროენერგია მუნიციპალიეტეტის გამგეობის ინფორმაციით, აღდგენილია. მათივე ინფორმაციით წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ამ დროისათვის ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის მიწოდების პრობლემა არ არის.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *