ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე,

“მაკდონალდსის” მშენებლობასთან დაკავშირებით დღეს კიდევ ერთი შეხვედრა და პროექტის განხილვა ამ წუთებში ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. როგორც ქალაქის მერმა გუშინ განაცხადა, პროექტში რეკრეაცია და სიმწვანე ჩაიდო. მოდენაზევე განთავსდება საათი. პროექტი კულტურული მემკვირეობის სააგენტომ ნახა და მიიჩნია რომ მშენებლობა შესწორებული ვარიანტებით შესაძლებელია. შეიცვალა მაკდონალდსის ფერებიც. ქალაქი მერის თქმით, შენობისთვის მუქი მწვანე და ქვისფერი შეირჩა. ჩვენი კორესპოდენტი მაკო კუხიანიძე ესწრება პროექტის განხილვას. დეტალებს დაელოდეთ ჩვენს ვებ გვერდზე www.radiodk.ge. სანამ შეხვედრა დასრულდება შეგიძლიათ მოუსმინოთ პირდაპი ეთერს დღის მტავარ საინფორმაციო გამოშვებაში. ჩვენი კორესპოდენტი გვეტყვის რა ხდება ამ დროისათვის მერიის შენობაში. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *