სხვადასხვა დასახელების კომპიუტერული მოწყობილობების და აქსესუარების შესაძენად 23 ათას 24 ლარია გათვალისწინებული.

ქუთაისის მერიასა და საკრებულოში კომპიუტერულ აქსესუარების შესაძენად ტენდერი გამოცხადდა. სატენდერო წინადადებების მიღება 28 თებერვალს იწყება და 2 მარტს მთავრდება.
ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია, კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები ეტაპობრივად, მოთხოვნიდან 7 კალენდარულ დღეში, ხელშეკრულების დადებიდან 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მიაწოდოს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *