ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის

მეუფე კალისტრატეს და მოქალაქე დალი ბარაბაძისა საქმის განხილვა დასრულდა. დალი ბარაბაძე მეუფეს 15 140 ლარის მითვისებაში ადანაშაულებს .

დალი ბარაბაძის თქმით იგი 2004-2007 წლებში გაენათის ეპარქიის კუთვნილ რადიოში “კვალი ნათელი” რედაქტორის პოზიციაზე მუშაობდა და ამავე დროს, რადიოგადაცემებს ამზადებდა.

“გაენათის ეპარქიამ რადიოგადაცემის დასაფინანსებლად ქუთაისის მერიისგან 8 000 ლარი მიიღო, თუმცა ამ თანხიდან მე არაფერი მიმიღია, ამ თანხის გარდა, მეუფეს ჩემთვის ის თანხაც უნდა გადაეხდა, სამსახურიდან რომ გამათავისუფლა. მეუფე კალისტრატემ დღეს მოახდინა ფსიქოლოგიური ზეწოლა როგორც სასამართლოზე, ასევე ჩემზე. მან ამ მძიმე მარხვაში, იმის ნაცვლად, რომ მღვდლებს მსახურება ჩაეტარებიათ, სასულიერო პირების მობილიზაცია მოახდინა,”-აცხადებს დალი ბარაბაძე.

თავად მეუფე კალისტრატე აცხადებს დალი ბარაბაძეს “”მწვალებლობაში” ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მას არანაირი ვალი არ გაჩნია, არც რაიმე სახის ქონება ირიცხება მის სახელზე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *