ქუთაისის დღის ცენტრში

“ბავშვთა კრიზისული თავშესაფარი” ფუნქციონირებს. კრიზისული თავშესაფრის ფუნქციონირებისთვის “ვორლდ ვიჟენ”-მა ლიცენზია ჯანდაცვის სამინისტროსგან მიიღო. ამ თავშესაფარში უკვე 5 ბავშვია ჩარიცხული.
“კარგა ხანია “ვორლდ ვიჟენი” ბავშვების საკითხზე მუშაობს. განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფებთან. იმ ბავშვებთან, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო არიან ძალადობის მსხვერპლნი, გარეთ არიან. დღის ცენტრი ემსახურება ბავშვებს როგორც განათლების ასევე აღზრდის კუთხით. ცოტა ხნის წინ მივიღეთ ლიცენზია ჯანდაცვის სამინისტროდან, ეს ეხება დღის ცენტრის კრიზისულ თავშესაფარს. დღის ცენტრში არის 5 ადგილი სადაც ნებისმიერს შეუძლია გადმოამისამართოს და იმ შემთხვევაში თუ ბავშვს არ შეუძლია რაიმე პრობლემის გამო სახლში დაბრუნება ჩვენთან 24 საათიანი მომსახურეობა მიიღოს. მაქსიმუმ 6 თვის განმავლობაში სანამ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს სოც. მუშაკი არ გააკეთებს ადეკვატურ რეფერირებას ამ ბავშვისა სხვა ადეკვატურ სერვისში”, – განაცხადა რადიო “ძველ ქალაქთან” საუბრისას “ვორლდ ვიჟენის” იმერეთის სამხარეო განვითარების პროგრამის მენეჯერმა დავით ჩხობაძემ.
კრიზისული თავშესაფარი უკვე 1 თვეა ფუნქციონირებს და ჩარიცხულია 5 ბავშვი. კითხვაზე, რამდენად დიდია მოთხოვნა ცენტრში ბავშვების მიღებაზე, დავით ჩხობაძე ამბობს, რომ მოთხოვნა არის, მაგრამ ეს ცენტრი რეგიონში ერთადერთია, ამჟამად 5 ბავშვზეა გათვლილი და როცა მოხდება ბავშვების რეფერირება ალტერნატიულ ზრუნვაში მაშინ უკვე შეიძლება მიმართვით მოხდეს ბავშვი, მაგრამ ამაში უნდა იყოს ჩართული სოციალური მუშაკი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *