დღეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სასულიერო პირის, გიორგი ჯახუას სასამართლო

პროცესი გაიმართა. სასამართლომ გიორგი ჯახუას დაცვის მხარის მოთხოვნა, ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა.

გიორგი ჯახუას ადვოკატის ვალერი თევდორაძის თქმით ყველა კომპეტენტურმა ექპერტიზის ბიურომ ექსპერტიზაზე უარი განაცხადა.

“ქვეყანაში მოქმედმა საექსპერტო ბიუროებმა ექსპერტიზაზე უარი გვითხრეს, რადგან არცერთ ექსპერტსა და საექსპერტო ბიუროს პროკურატურასა და შსს.თან უთანხმოება არ სურს.ჩვენ დღეს ასევე სადაოდ ვცნეთ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები” განაცხადა ვალერი თევდორაძემ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე 17 იანვარს გიორგი ჯახუას საცხოვრებელ სახლში შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი ძირი კანაფი აღმოაჩინა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *