ქუთაისის მერიაში მძღოლებთან შეხვედრა დასრულდა.

შეხვედრიდან გამოსულები აცხადებენ, რომ მოლაპარაკება ისევ არ შედგა და მერიაში 10 დღიან ვადას ითხოვენ, ვიდრე ქალაქის მერი ქუთაისში არ დაბრუნდება. მძღოლების თქმით, ისინი მუშაობას მანამ არ განაახლებენ, ვიდრე მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.
“ამბობენ სანახევროდ იმედს, რომ მემგონი გადაწყვეტილება დადებითი იქნება. აქ ხალხია, ხალხის აზრი ყოველთვის გაყოფილია. ზოგიერთი ამბობს, გავიდეთ და დაველოდოთ გადაწყვეტილებასო და უმრავლესობა მაინც იმის მომხრეა, რახან შეკრებილები ვართ და არ აქვთ იმედი, ბარემ გავაგრძელოთ გაფიცვა. რასაც ვითხოვთ ჩვენ კაპრიზი და გამდიდრების სურვილი კი არაა. ეს არის გამოუვალი მდგომარეობის გამო. მანქანებს ვეღარ ვხედავთ, გაუმართავი მანქანით ხაზზე ვერ გამოხვალ ხალხს დაამტვრევ. მანქანას ტუ ვერ მიხედე, ბიზნესი წამგებიანი თუა ხომ უნდა გაჩერდე მაშინ? ჩვენ ხალხის მდგომარეობასაც ვუყურებთ, თორემ 10 თეთრი არაფერი არ არის. 10 თეთრი იმის კომპენსაცია არაა, რის ზარალშიც ვართ”, – აცხადებენ გაფიცული მძღოლები.
ამ ეტაპზე ქუთაისში ტრანსპორტი ისევ არ მუშაობს და ქალაქი პარალიზებულია. უცნობია როდის განაახლებენ მძღოლები მუშაობას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *