ქუთაისში, თითქმის ორდღიანი საპროტესტო აქციის შემდეგ,

საქალაქო ტრანსპორტის მძღოლებმა მუშაობა განაახლეს. როგორც რადიო “ძველი ქალაქისთვის” გახდა ცნობილი, ამ დროისთვის ავტობუსებითა და სამარშრუტო ტაქსებით გადაადგილება 4, 4ა, 100, 19, 17 და 34 ნომრებითაა შესაძლებელი. მძღოლების თქმით, ისინი ქუთაისის მერის, შოთა მურღულიას ქალაქში დაბრუნებას ელოდებიან და მასთან მოლაპარაკებებს გამართავენ. როგორც  მგზავრების ნაწილი აღნიშნავს, ზოგიერთ ხაზზე მგზავრობის საფასური 10 თეთრით გაძვირდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *