ქუთაისი მერის შოთა მურღულიას განცხადებით ამ დროისთვის

მიმდინარეობს შეხვედრები და მოლაპარაკება. მურღულიას განმარტებით წმინდა ეკონომიკური საკითხია და ვინმეს კეთილ ნებაზე არ არის დამოკიდებული, მოუმატოს ან არ მოუმატოს.

“მოლაპარაკებები და თემის შესწავლა მიმდინარეობს. წმინდა ეკონომიკური საკითხია. თუ ვნახავთ, რომ ამ ფასში გადამზიდავებმა ეკონომიკურად სარგებელი ვერ ნახა და გადაადგილება შეუძლებელია, იმ შემთხვევაში არაპირდაპირ სუფსიდირებას გამოვიყენებთ და იმის მიხედვით, გადავწყვეტთ, შესაძებელია თუ არა მატება. ამ ფასში თუ შესაძლებელია ეკონომიკურად სარგებელი ნახოს გადამზიდავმა, მაშინ გაძვირებას არ განვიხილავთ. ვინმეს კეთილ ნებაზე არ არის დამოკიდებული, მოუმატოს ან არ მოუმატოს. თუ ეკონომიკურად იქნება ისე რომ ისინი ამ ფასად ვერ შეძლებენ სიარულს, განვიხილავთ ორ გზას ან მომატების ან მომატების და სუფსიდირების,”-განაცხადა შოთა მურღულიამ.

შოთა მურღულიას თქმით ახალი გრაფიკი მზადდება ავტობუსებისთვის რადგან ავტობუსები ხშირად არღვევენ.

“ავტობუსების გრაფიკი სრულად ირღვევა, მაგრამ ჩვენც ვხედვათ, ისეთი გრაფიკი გვაქვს მიცემული, 70 თეთრიც რომ გახდეს, იმ გრაფიკს ვერ დაიცავენ, ამიტომ ახალ გრაფიკებზე ვმუშაობთ. რაც მთავარია, მგზავრი გადაუყვანელი არ რჩება,”-აცხადებს შოთა მურღულია

შეგახსენებთ რომ ქუთაისში 6 მარტს საქალაქო ტარნსპორტის მძღოლები გაიფიცნენ, ისინი მგზავრობის ფასის 10 თეთრით მატებას ითხოვდნენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *