ქუთაისში მუნიციპალური თავშესაფარი გაიხსნა. თავშესაფარი 300 ძაღლძეა გათვლილი

. თანამედროვე სტანდარტების მქონე ცხოველთა თავშესაფრის მოწყობა ადგილობრივი 200 0000 ლარამდე დაჯდა. თავშესაფარი, ქუთაისის მერიის დაქვემდარებაში არსებულმა ააიპ ს”სპეციალურმა სერვისების” მიერ აშენდა.

“ქუთაისში მსგავსი სტანდარტების თავშესაფრი არ არსებობდა. აქ მოყვანილ ძაღლებს სხვადასხვა პროცედურები ჩაუტარდებათ გამოცდილი სპეციალისტების მიერ. ეს რაც შედეგს 2 წელიწადში მოგვცემს,”-განაცხადა ააიპ “სპეციალური სერვისების” ხელმძღავნელმა, გელა გაგუამ.

ქუთაისის მერის შოთა მურღულიას განცხადებით დაახლოებით წელიწადნახევარი გახდა საჭირო იმისათვის, რომ ევროპული სტანდარტის თავშესაფარი მოწყობილიყო.

“წლებია, ისმოდა კრიტიკა უმეთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველების გამო. ჩვენ ამ პრობლემას შევეჭიდეთ და დაახლოებით წელიწადნახევარი დაგვჭირდა იმისათვის, რომ ევროპული სტანდარტის თავშესაფარი მოგვეწყო. აღმოსავლეთ ევროპის ბევრ ქალაქში არსებულ თავშესაფრებზე უკეთესი პირობებია შექმნილი და ამით გავეცით პასუხები არასამთავრობო ორგანიზაციების კითხვებსაც,”-განაცხადა შოთა მურღულიამ.

ქუთაისში ასევე მეეზოვის დღე აღნიშნეს. ქალაქის მერმა 50-მდე მეეზოვე სიგელებით და საჩუქრებით დააჯილდოვა და მეეზოვეებს შრომისა და ქალაქზე მზრუნველობისთვის მადლობა გადაუხადა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *