ქუთაისის საქალაქო სასართლოში ბაგა- ბაღების თანამშრომლების წინააღმდეგ

ააიპ ბაგა- ბაღების გაერთიანების მიერ შეტანილი სარჩელის განიხილავა გაიმართა. ბაგა- ბაღების გაერთიანება გაფიცვის უკანონოდ ცნობას ითხოვს.

“მოგეხსენებათ, რომ 2015 წლის 11 დეკემბერს გაერთიანების ოთხი ფილიალის თანამშრომლები გაიფიცნენ, მათი მოთხოვნა კი ხელფასების მომატება იყო. რის შემდეგაც ბაგა-ბაღების გაერთიანებამ შეიტანა სარჩელი, სადაც მოვითხოვეთ, რომ სასამართლოს დაედგინა რამდენად კანონიერი ან უკანონო იყო გაფიცვა. დღეს დაიწყო აღნიშნული პროცესი, ჩატარდა პირველი მოსამზადებელი სხდომა, სადაც ჩვენს მიერ ყველა წარმოდგენილი შუამდგომლობა იქნა დაკმაყოფილებული,”-განაცხადა ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანების იურისტმა რამაზ იობიძემ.

ბაგა-ბაღების გაერთიანების მეცამეტე და ნომერ პირველი ფილიალების წარმომადგენლები მაკა აბულაძე და ზაალ ხონელიძე აცხადებენ, რომ ეს სასამართლო პროცესი მათ წინააღმდეგ არის მიმართული.

“როგორი დასასრულიც არ უნდა ჰქონდეს ამ პროცესს, ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის ის არის, რომ ადამიანებზე ზეწოლა ხორციელდება. ამ ადამიანების ნერვული სისტემა შეეწირა აი ამ პროცესს. რეალურად გამოიკვეთა, რომ იმ ადამიანების ხელით ბაღების გაერთიანება ცდილობს მოგვიშოროს იმ თანამდებობებიდან, რომელზეც სასამართლომ აღგვადგინა,”- განაცხადა ზაალ ხონელიძემ.

ასევე ზაალ ხონელიძის თქმით 30 მარტს მოსამართლე ციცინო კიკვაძე მიიღებს გადაწყვეტილებას შეჩერდება თუ არა ეს სასამართლო განხილვა, იქამდე სანამ უზენაესი სასამართლო მაკა აბულაძის, ნანა კაკურიას და ზაალ ხონელიძის საქმესთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას არ გამოიტანს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *