კაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში,

ქართულ-გერმანული ცენტრის ორგანიზებით საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. გამოფენა ,,გერმანელი მეგობრები ქუთაისისთვის” ყოველწლიურად იმართება. გერმანული ოჯახები ხელნაკეთ ნივთებს გამოფენაზე ყიდიან და შემოსული თანხით სოციალურად დაუცველებს ეხმარებიან. ქველმოქმედებაში წვლილი ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალმა,მოადგილე ნიკა ლატარიამ და თვითმმართველობის წარმომადგენლებმა შეიტანეს.
აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობის ფოიეში გამოფენა-გაყიდვა 25 მარტამდე დარჩება და ნებისმიერ მსურველს შეეძლება შეიტანოს წვლილი სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარებაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *