2016 წელს ქუთაისის მერმა

745 მოქალაქე მიიღო,- ამის შესახებ მერიაში ადმინისტრაციული სამსახურის 2016 წლის ანგარიშის წარდგენაზე გახდა ცნობილი. ანგარიში ადმინისტრაციის უფროსმა ზვიად ჯავახიამ წარადგინა. 2016 წელს საშვი გაიცა 14600-ჯერ. შეიქმნა ქუთაისის მერიის თანამშრომლების სატელეფონო ცნობარი.პრეზენტაციას ქუთაისის მერი შოთა მურღულია, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი, არასამთავრობო ორგანიზაციის და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ. ადმინისტრაციული სამსახურის 2016 წლის მთავარ მიღწევად საერთაშორისოდ აღიარებული ჯილდოს ISO სერტიფიკატის აღება და ადმინისტრაციული ხარჯების დაზოგვა დასახელდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *