ქუთაისში ვიზალიბერალიზაციის აღსანიშნავად ემზადებიან.

ქალაქში ევროკავშირის და საქართველოს დროშებს გამოფენენ. ქუთაისის მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ დროშები მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ გამოიფინება.
დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტში მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. შენობაში, მგზავრთა სარეგისტრაციო მაგიდებზე დაგეგმილია ყვავილებისა და დროშების განთავსება. ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების ფარგლებში მგზავრთა ნაკადის გაზრდის გამო აეროპორტში დაემატება სარეგისტრაციო დახლები და გასასვლელები.
უვიზო მიმოსვლით ისარგებლებს ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს ყველა მოქალაქე, 180 დღის განმავლობაში მაქსიმალური 90 დღის ვადით, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებიც.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *