ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ორგანიზებით,

ქალთა ისტორიის თვის ფარგლებში, ქუთაისის თვითმმართველობასთან არსებულ გენდერულ საბჭოსთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მიზანია აუდიტორიისთვის გენდერული თანასწორობის საბჭოს მუშაობის სპეციფიკის გაცნობა და ანგარიშის წარდგენა საბჭოს მიერ განხორციელებული პროექტებისა და საქმიანობის შესახებ.

შეხვედრას უძღვებოდა ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და გენდერული საბჭოს ხელმძღვანელი ირმა პეტრიაშვილი.

” ჩვენ გვეძლევა საშუალება საზოგადოებას გავაცნოთ გენდერული საბჭოს მუშაობა. თავდაპირველად ეს საბჭოები 5 ქალაქში შექმნა და იგი დაკომპლექტებული იყო, როგორც თვითმმართველობების წარმომადგნელებით, ისე არსამთავრობოების, მედიის წარმომადგნელებით. თვიდან როცა ეს საბჭო შეიქმნა თავად გენდერის მნიშვნელობაც კი არა ოცოდა ბვევრმა. წელბის შემდეგ ჩვენ შევძელით ბიუჯეტში ის საკითხები ჩაგვედო, რომლებიც გენდერული ჭრილით შევისწავლეთ. თვითმმართველობის სამსახურში შეიქმნა თაბამდებობა მრჩეველი გენდერულ საკითხებში, რაც აქამდე არ იყო. ყველსა პრობლემა უკვაშირდება გენდერულ პრობლემებს. ეს არის ინფრასტრუქტურა, ადამიაის უფლებები. ეს არ არის მხოლოდ ქალის და მამაკაცის გაზოგადებული უფლებების დაცვა. აქ არის ძალადობასტან ბრძოლის შესაძლებლობა რამდებად არის ეფექტური, რამდენად იქმნება ქალაქში სარეაბილიტაციო ცენტრები. სამწუხაროდ ქალაქის ბიუჯეტი იმდენი არ არის, რომ ყველა ეს პრობლემა მოგვარდეს. ჩვენ პრობლემების შესწავლა საბავშვო ბაღებიდან დავიწყეთ.გაკეთდა ახალი ბაღები. ზოგს მიშენებები გაუკეთდა, რეაბილიტაცია მოხდა, მასწავლებლები გადამზადდა. მიგვაჩნია რომ ის რაც გაკეთდა არ არის საკმარისი და კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს.”- განაცხადა ირმა პეტრიაშვილმა.

თვითმმართველობასთან არსებული გენდერული თანასწორობის საბჭოების მიზანია გენდერული თანასწორობის დაცვა, გენდერული დისკრიმინაციის გამოვლენისა და აღმოსაფხვრელად შესაბამისი ღონისძიებების შემუშავება და განხორციელების კოორდინაცია, გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *