ადრეული ქორწინება არის დანაშაული

– საიას ქუთაისის ფილიალში დისკუსია გაიმართა. დისკუსიას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი, საქართველოს პრემიერ მინისტრის თანაშემწე სოფო ჯაფარიძე, საქართველოს მთავარი პროკურორის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი ნათია მერებაშვილი ესრებოდნენ. დისკუსიას საიას ხელმძღვანელი ანა ნაცვლიშვილი უძღვებოდა. შეხვედრაზე არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილი ძალადობის გენდერული ასპექტებზე საიას იურისტმა თამარ დეკანოიძემ ისაუბრა, ხოლო გოგა ხატიაშვილმა დისკუსიაში მონაწილეებს სასამართლო გადაწყვეტილებებისა და სტატისტიკური მონაცემების შესახებ ესაუბრა. გოგა ხატიაშვილმა ყურადღება გაამახვილა აგრეთვე ოჯახის შექმნის მიზნით გაუპატიურების შემთხვევებზე. “8 საქმიდან 4 შემთხვევაში ირკვეოდა, რომ არასრულწლოვნის გაუპატიურება მოხდა ოჯახის შექმნის მიზნით. აქედან, 4 შემთხვევაში ადგილი ჰქონდა გაუპატიურების დანაშაულს ოჯახის შექმნის მიზნის გარეშე. ოჯახის შექმნის მიზნით ჩადენილ გაუპატიურების 3 შემთხვევაში გამოიყენეს საპროცესო შეთანხმებები, ხოლო 1 შემთხვევაში არსებითად იქნა განხილული და დადგა გამამართლებელი განაჩენი. გაუპატიურების 4 შემთხვევაში, სადაც არ იკვეთებოდა ოჯახის შექმნის მიზანი, საქმეები არსებითად იქნა განხილული და ყველა შემთხვევაში ბრალდებულებს უფრო მკაცრი სასჯელი შეეფარდათ”, – განაცხადა პრეზენტაციისას გოგა ხატიაშვილმა.
შეხვედრაზე არაერთხელ აღნიშნეს, რომ ადრეული ქორწინება დანაშაულია და სახელმწიფოს მხრიდან მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადაიდგას ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად და მოსახლეობის ცნობიერების ასამაღლებლად. ადრეული ქორწინება, რომ დანაშაულია, ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმაც ისაუბრა:
“მოხარული ვარ, რომ მივიღე მონაწილეობა ამ დისკუსიაში. მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი და მასზე ღიად უნდა საუბრობდნენ. საზოგადოებას ჰქონდეს მეტი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით, რადგანაც ნაადრევი ქორწინება არის დანაშაული. იგი ართმევს გოგონებს თავიანთი მომავლის უფლებას. ხშირ შემთხვევაში იგი არის წინაპირობა ძალადობისა”, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში იან კელიმ.
ახალგაზრდა იურისტთა ასაოციაცია პრობლემის მოსაგვარებლად სახელმწიფოს რეკომენდაციებს სთავაზობს. მაგალითად, “ნაადრევ ქორწინებასთან დაკაშირებულ დანაშაულებზე გამოძიებისა და ბრალდების ორგანოები, ასევე, სასამრთლოს ლმობიერი მიდგომები უნდა შეიცვალოს და აღნიშნულ დანაშაულთან ბრძოლის პოლიტიკა გახდეს მკაცრი, უნდა აღმოიფხვრას განსხვავებული მიდგომა არასრულწლოვანი გოგონას გაუპატიურების შემთხვევებთან მიმართებაში და პროკურატურა და სასამართლო თანაბარი სიმკაცრით უნდა მოქმედებდეს , როგორც ოჯახის შექმნის მიზნით ჩადენილი გაუპატიურების, ისე ამ მიზნის გარეშე ჩადენილი გაუპატურების დანაშაულზე, – აღნიშნულია რეკომენდაციებში. ეს მხოლოდ ნაწილია იმ რეკომენდაციებიდან, რასაც საია სახელმწიფოს სთავაზობს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *