“რეგიონალური ინიციატივების ცენტრის” ორგანიზებით ქუთაისის ოპერის თეატრის ფოიეში

საქველმოქმედო გამოფენა გაიმართა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ეკომიგრანტი ქალების მიერ შესრულებული ნამუშევრები.

პროექტის კოორდინატორის მარიკა ვაჭარაძის თქმით გამოფენის მიზანია ქალი ეკომიგრანტების ეკონომიურად გაძლიერება.

“დღეს კიევ ერთი გამოფენა – გაყიდვა გაიმართა. დღევანდელ გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ნაქარგების და ალმასებით ნამუშევრების, რომელიც შესრულებულია ხონში მცხოვრები ეკომიგრანტი ქალების მიერ . პროექტის მიზანია ქალი ეკომიგრანტების კიდევ უფრო გაძლიერება და კიდევ უფრო მეტად იყვნენ სოციალურად და ეკონომიურად მყარად და ზუსტად ამისთვის მოეწყო ეს გამოფენა-გაყიდვა,- “განაცხადა მარიკა ვაჭარაძემ

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *