„წიგნები საქართველოდან“-ასე ქვია პროექტს,

რომელიც ერთობლივად დაიწყეს ჟურნალისტთა ქსელმა გენდერული თანასწორობისთვის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და საქართველოს ეროვნულმა ბიბლიოთეკამ. კამპანიის მიზანია, წიგნები გაუგზავნონ საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს. რომლებსაც არ მიუწვდებათ ხელი ქართულ წიგნებზე და სურთ ბიბლიოთეკის შექმნა. ვიდრე წიგნები გაიგზავნება, მანამდე ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია ჩაერთოს პროექტში, თავად შეარჩიოს მისთვის საყვარელი წიგნი, შეიძინოს, გადაიღოს ფოტო წიგნთან ერთად და დაწეროს მოკლე აღწერილობა, თუ რატომ არის ეს წიგნი საინტერესო. განათავსოს ფეისფუქის გვერდზე შემდეგი  ჰეშთეგით #წიგნებისაქართველოდან

ჩაერთეთ აქციაში „წიგნები საქართველოდან!“

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *