ქუთაისში საქალაქო ტრანსპორტზე ფასის მატება გაასაჩივრა დღეს საქალაქო სასამართლოში

ლეიბორისტული პარტიიდან ქუთაისის საკრებულოს წევრმა სამსონ გუგავამ. გუგავა აცხადებს, რომ ტრანსპორტზე ფასის გაძვირებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს.

“ხელისუფლება აგრძელებს ანტი-სახალხო, ანტი-სოციალური გადაწყვეტილებების მიღებას. ჩვენ ვფიქრობთ რომე ეს გადაწყვეტილება საზოგადოების საწიინაღმდეგო გადაწყვეტილება, რაც ჩვენი პროტესტის მიზეზი გახდა. ამიტომ შემოვიტანეთ სარჩელი სასამართლოში და ვითხოვთ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას, რათა ძველი ტარიფები დარჩეს ძალაში,”-განაცხადა სამსონ გუგავამ.

სამსონ გუგავამ ასევე აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში თუ სასამართლო მათ სარჩელს წარმოებაში მიიღებს, მაშინ შესაძლოა ქუთაისის მერიას მგზავრობის ფასის გაძვირების შეჩერება მოუხდეს.

შეგახსენებთ, რომ საქალაქო ტრასპორტით მგზავრობის ფასი, ხვალიდან 10 თეთრით იმატებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *