წყალტუბოს მუნიციპალიტეტმა 4 სოფელში გზების მოსაწყობად

142კუბური მეტრი მზა ბეტონის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა. უფრო კონკრეტულად, სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით უნდა გაკეთდეს გზა სოფელ ტყაჩირში, სოფელ ჩუნეშში (ქუთათელაძეების შესახვევი), ქვილიშორსა და გუმბრაში(ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე მუხების შესახვევი და გურეშიძეების შესახვევი). წყალტუბოს სოფლებში გზების მოსაწყობად 20 ათას 648 ლარია გამოყოფილი.
სატენდერო წინადადებების მიღება 10 აპრილს დაიწყო და 12 აპრილს დამთავრდება. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სოფლებში გზების მოწესრიგება ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარულ დღეში უნდა შეძლოს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *