ქუთაისში ცენტრალური გზებიდან

მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებამდე მისასვლელი გზები მოწესრიგდება. დაგეგმილია გზების ბეტონის საფარითა და ჩამკეტწახნაგიანი ხაოიანი ზედაპირის მქონე დაწნეხილი ფილებით მოწყობა. სულ 20 ობიექტი მოეწყობა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 386 ათას 573 ლარია.

“მიმწოდებელი” ვალდებულია ქალაქ ქუთაისში ცენტრალური გზებიდან მრავალბინიანი საცხოვრებელ სახლებამდე მისასვლელი გზების კეთილმოწყობის სამუშაოები (20ობიექტი) განახორციელოს ხელშეკრულების დადებიდან 2017 წლის 29 სექტემბრის ჩათვლით.
“მიმწოდებელი” ვალდებულია სამუშაოები დაიწყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში.
სატენდერო წინადადებების მიღება 6 მაისს იწყება და 11 მაისს მთავრდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *