ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე

საინფორმაციო შეხედრა გაიმართა, მათ შორის შეხვედრაზე ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სტრატეგიისა და სამთავრობო სამოქმედო გეგმის შესახებ იმსჯელეს.

შეხვედრას უძღვებოდნენ პარლამენტის წევრი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო ქაცარავა; ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს უფროსი ნატალია ჯალიაშვილი და ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს მრჩეველი თორნიკე დვალი.

“ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით თვისობრივად შეიცვალა ვითარება. სამოქალაქო პოლიტიკური უფლებების დაცვის თვალსაზრისით ქვეყანაში არის სრულიად სხვა გარემო, არის უფრო თავისუფალი გარემო, შესაბამისად ადამიანის ფუნდამენტური უფლებები არის დაცული,”-განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს მრჩეველმა თორნიკე დვალმა.

სპიკერებმა ასევე უპასუხეს დამსწრეთა შეკითხვებს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის იმ საკითხებზე, რომლებიც განსაკუთრებული ინტერესის საგანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის, მათ შორის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, სამართლიანი სასამართლოს უფლება და ბავშვთა უფლებები.

შეხვედრა გაიმართა პროექტის “ადამიანის უფლებების საკითხებზე ინფორმაციის გაცვლის პროცესის გაუმჯობესება ცენტრსა და რეგიონებს შორის” ფარგლებში, რომელიც  დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების მიერ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროექტის “კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში” (PROLoG) ფინანსური მხარდაჭერით და ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოსთან თანამშრომლობით ხორციელდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *