დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით,

კამპანიის ფარგლებში “სუფთად ევროპისკენ”საქართველოს ყველა რეგიონში მასშტაბური დასუფთავების აქციები დაიწყო.

აქციის ფარგლებში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ჭავჭავაძის გზაგამტარი ხიდის მიმდებარე ტერიტორია პოლიეთილენის ბოთლების, პარკებისა და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან დაასუფთავეს. აქციაში მონაწილეობა მიიღო ასევე ქუთაისის მერმა შთა მურღულიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა.

“ჩვენ გამოვედით და ვაწყობთ 2 დღიან დასუფთავების აქციას. ზოგადად როგორც კი ამინდი გამოდის “სპეციალურ სამსახურთან” ერთად შაბათობებს ვაწყობთ და სხვადასხვა ადგილებს ვასუფთავებთ. ძალიან კარგია, როდესაც ადგილს ვარჩევდით ძალიან ცოტა ადგილი ვიპოვეთ, რომელიც დაბინძურებულია,” -განაცხადა შოთა მურღულიამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *