ქუთაისში ჩეჩელაშვილის ქუჩაზე “მაუდის” ქარხნის შენობა

ხანძრის შედეგად დაიწვა. შენობაში განთავსებული სავაჭრო ობიექტები სრულიად განადგურდა.

თვითმხილველების თქმით ცეცხლი ღამის ოთხის ნახევარზე შენიშნეს და ადგილზე სახანძრო სამსახური გამოძახეს.

“ღამის ოთხი საათი იყო, რომ მოვედი უკვე ხანძარი იყო, სახანძრო ბრიგადები ცდილობდნენ ცეცხლის ჩაქრობას, თუმცა შენობა დილამდე იწვოდა. ჩემი სავაჭრო ობიექტი სხვებთან შედარებით უფრო გადარჩენილია, თუმცა უმრავლესობა სრულად განადგურდა,”-განაცხადა მადონა ქაჯაიამ.

ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია, ზუსტი მიზეზები თუ რამ გამოიწვია ხანძარი ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *