სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებმა საჯარო

განხილვა გამართეს თვითმმართველი ერთეულების არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან.

შეხვედრაზე განიხილეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მუნიციპალიტეტებში ჩატარებული აუდიტების შედეგად გაცემული რეკომენდაციები, ასევე გაიმართა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ახალი ინოვაციური ვებპლატფორმის – ბიუჯეტის მონიტორის შესახებ პრეზენტაცია.

“ძირითადი რეკომენდაციები მივაწოდეთ იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც ძირითადად განმეორებადია, მაგლითად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც გამოიკვეთა არის ქონების მართვასთან და კანგარგვასთან დაკავშირებით, ხშირ შემთხვევაში მუნიციპალიტეტებს არ აქვთ ინფორმაცია, მათ მფლობელობაშ არსებული ქონების შესახებ და ამით სარგებლობენ არა უფლებამოსილი პირები და საკუთარი კომერციული საქმიანობისთვის იყენებენ და მუნიციპალიტეტები ვერ ახდენენ სათანადო ადმინისტრირებას ამ თანხების ამოღებაზე,” – განაცხადა აუდიტის უფროსმა გიორგი მამრიკიშილმა.

აღნიშნული საჯარო განხილვები მსგავსი ფორმატით ასევე იმართება საქართველოს სხვა ქალაქებში ზუგდიდში, ოზურგეთში, ბათუმში და თბილისში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *