ტყიბულის შახტაში გარდაცვლილთა

ცხედრები ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. 14 საათიანი სამაშველო სამუშაოები დასრულებულია.საქართველოს ეკონომიკის მინისტრის გიორგი გახარიას თქმით, ტყიბულში მინდელის სახელობის შახტში მომხდარი უბედური შემთხვევისას გარდაცვლილი მეშახტეების ოჯახები დახმარებას და კომპენსაციას მიიღებენ. მათ დახმარებას კომპანია და ადგილობრივი ხელისუფლება გაუწევენ. მინისტრის თქმით, გამოძიების დასრულების შემდეგ, ყველა დამნაშავე პირი დაისჯება.
უბედური შემთხვევა ტყიბულის შახტში გუშინ, დაახლოებით, 18:00 საათზე მოხდა, როცა მეშახტეები სატვირთო ლიფტზე სარემონტო სამუშაოებს ასრულებდნენ, მოწყობილობა მოსწყდა და შახტში ჩავარდა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევის მუხლით მიმდინარეობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *