ნიკეას ქუჩისა და ქუთაისის შემოვლითი ავტომაგისტრალის

გეგუთის შემაერთებელი გზის მშენებლობა ივნისში დასრულდება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, 4 კმ-იანი მონაკვეთის სარეკონსტრუქციო სამუშაოები დასრულების ფაზაშია: “ქუთაისის ნიკეას ქუჩისა და ქუთაისის შემოვლითი ავტომაგისტრალის გეგუთის შემაერთებელი გზის მშენებლობის, 4 კმ-იანი მონაკვეთის სარეკონსტრუქციო სამუშაოები დასრულების ფაზაშია. პროექტის ფარგლებში 650 ადამიანია დასაქმებული.
სამუშაოების მიმდინარეობას და შესრულების ხარისხს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ზურაბ ალავიძე გაეცნო.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 17 მილიონ ლარზე მეტია. სამუშაოები 2016 წელს დაიწყო და მიმდინარე წლის ივნისში დასრულდება. ახალი, კომფორტული და უსაფრთხო ევროსტანდარტების გზა მთავარი დამაკავშირებელი კვანძი გახდება ქუთაისთან”, -აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *