დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, მცირე მეწარმეობის დასაწყებად

ან განსავითარებლად, იმერეთის რეგიონში გრანტი 53 დევნილს გადასცა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა დღეს ქუთაისსა და წყალტუბოში დევნილებისთვის დაფინანსებული პროექტები მოინახულა.

“დევნილების მიმართულებით სახელმწიფო 2 ძირითადად ასპექტს ითვალისწინებს. ეს არის საცხოვრებლებით და შემოსავლებით უზრუნველყოფა. პროგრამა ევროკავშირის მიერ არის დაფინანსებული და მისი ბიუჯეტი 810 006 დოლარს შეადგენს. იმერეთში პროგრამის ფარგლებში 53 ოჯახი არის დაფინანსებული, ხოლო საერთოდ 475 დევნილი დაფინანსდა,”-განაცხადა სოზარ სუბარმა.

მინისტრი ასევე ეწვია ელისო ლობჟანიას, რომელმაც დაფინანსების შემდეგ მეგრულ კუჭმაჭის და კუპატის წარმოება დაიწყო.

“დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, რა თქმა უნდა შემოსავალი გამეზარდა. მაქვს დიდი მოთხოვნა მეგრულ კუპატზე და კუჭმაჭზე. 2 ადამიანი მყავს დასაქმებული, ჩემს მიერ წარმოებული კუჭმაჭი და კუპატი ასევე რუსეთის ბაზარშიც გაგზავნილი მაქვს. მე ვთვლი, რომ წარმატებული ბიზნესი მაქვს,”- აცხადებს ელისო ლობჟანია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *