ავტოქარხნის დასახლებაში, ნიკეასა და

ბერაძის ქუჩებზე ტროტუარები, ღვარსადენები ბეტონის კიბეები მოეწყობა. უფრო კონკრეტულად დაგეგმილია ქუთაისში, ავტოქარხნის პირველი შესასვლელიდან ხარებავას ქუჩის გასწვრივ, ნიკეას ქუჩის მე-2 შესახვევის N22-ში არსებული მე-40 საჯარო სკოლის მისასვლელის, ი. ბერაძის ქ. N5 და N7 მარჯვენა მხარეს და N28 საჯარო სკოლის მარცხენა მხარეს ტროტუარების მოწყობის, კოლხეთის ქუჩიდან ა. კოსტავას ქუჩამდე ასასვლელი კიბის და ახალგაზრდობის გამზირიდან ახალგაზრდობის მე-7 შესახვევამდე არსებული ჩიხში ბეტონის ასასვლელი კიბეებისა და ღვარსადენის მოწყობის სამუშაოები.
“მიმწოდებელი” ვალდებულია ქალაქ ქუთაისში, ავტოქარხნის პირველი შესასვლელიდან ხარებავას ქუჩის გასწვრივ, ნიკეას ქუჩის მე-2 შესახვევის N22-ში არსებული მე-40 საჯარო სკოლის მისასვლელის, ი. ბერაძის ქ. N5 და N7 მარჯვენა მხარეს და N28 საჯარო სკოლის მარცხენა მხარეს ტროტუარების მოწყობის, კოლხეთის ქუჩიდან ა. კოსტავას ქუჩამდე ასასვლელი კიბის და ახალგაზრდობის გამზირიდან ახალგაზრდობის მე-7 შესახვევამდე არსებული ჩიხში ბეტონის ასასვლელი კიბეებისა და ღვარსადენის მოწყობის სამუშაოები განახორციელოს ხელშეკრულების დადებიდან 50 (ორმოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
“მიმწოდებელი” ვალდებულია სამუშაოები დაიწყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 31ათას 400ლარია. სატენდერო წინადადებების მიღება 12 მაისს, დღეს დაიწყება და 17 მაისს დასრულდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *