შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებსა და

მათ მომვლელებს ქუთაისის მერია შავი ზღვის კურორტზე გაუშვებს. შავი ზღვის მაგნიტური ქვიშის სანაპიროზე, კურორტული სამკურნალო- სარეაბილიტაციო მომსახურებისათვის მერიამ ტენდერი SPA170006913 გამოცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 99 ათას 750 ლარია.

სატედნერო დოკუმენტაციის მიხედვით,ღონისძიებაში მონაწილე ბენეფიციარებს მიეკუთვნება:

18 წელს ზემოთ შშმ პირებზე მომუშავე ორგანიზაციის ბენეფიციარები (საჭიროების შემთხვევაში მომვლელიც), რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000.

3-18 წლის შშმ პირები და მათი მომვლელები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000.

მე-2 მსოფლიო ომის მონაწილეები.

განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში დახმარების საკითხი გადაწყდება დამატებითი არგუმენტებისა (ექიმის რეკომენდაცია-ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ
ფორმა N100) და გარემოებების (უპირატესობა მიენიჭება მრავალშვილიან ოჯახებს) გათვალისწინებით.

სულ შავი ზღვის მაგნიტური ქვიშის კურორტზე სამკურნალო-სარეაბილიტაციოდ 285 ბენეფიციარი გაემგზავრება.
სატდენრეო წინადადებების მიღება 18 მაისიდან იწყება და 22 მაისს მთავრდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *