ადგილობრივების თქმით, ჯაჭვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე

მოაჯირები ერთი კვირაა მოხსნილია. ადგილობრივები მის დროებით უბრალო გადაღობვას მოთხოვენ, რათა გამვლელების სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქროს ამბობენ, რომ განსაკუთრებით საშიშ ამ ადგილას გავლა ღამითაა. “ამის ასე დატოვება არ შეიძლება. ერთი კვირაა ასეა მიტოვებული. შეიძლებას ვინმე გადავარდეს და რამით გადაღობონ. დღე ხედავს ადამიანი, მაგრამ ღამე შეიძლება ვერ დაინახოს და გადავარდეს. რემონტი კეთდება კარგია, მაგრამ ასე არ შეიძლება”,- აცხადებენ მოქალაქეები.
რადიო “ძველი ქალაქი” ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსს მალხაზ ბასილაძეს დაუკავშირდა. მისი თქმით, მოაჯირის და ტროტუარების შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს. “რესტორან “თეთრ ქვებამდე” მოაჯირები ჩასხმულია. დღეს დავათვალიერეთ. ამ კონკრეტულ ადგილზე იყო ბარიერები , მაგრამ აიღო როგორც ჩანს ვინემ. ვეტყვი და გავაკეთებინებ”, – ამბობს მალხაზ ბასილაძე.
ჯაჭვის ხიდი მიდებარე ტეროტორიაზე ბოტანიკური ბაღისკენ მიმავალ საფეხმავლო გზასა და მოაჯირებს ტენდერში გამარჯვებული კომპანიები ასფულებენ. ტროტუარის მოწესრიგებაზე პასუხისმგებელი კომპანია შ.პს. “არადანია” ხოლო მოაჯირებს შ.პ.ს. “მინდელი” აკეთებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *