ცესკოს ახალი პროექტის “ვესაუბრებით ამომრჩეველს” ფარგლებში ქუთაისის საოლქო

საარჩევნო კომისიამ დღეს ღია კარის დღე გამართთა.

დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობდნენ არჩევნებში ჩართული ყველა მხარე – ამომრჩეველი, პოლიტიკური სუბიექტები, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები.

“ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო შეხვედრა გამოვიდა და ყველა დაინტერესებულმა მოქალაქემ მიიღეს პასუხები კითხვებზე, რომელიც არჩევნების ადმინისტრირებას, ცესკოს ნოვატორულ პროექტებსა და მომავალი 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს შეეხება”-განაცხადა ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა ავთანდილ ოსეფაიშვილმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *