ბავშვთა დაცვის დღეს ქუთაისში

სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნავენ. ადგიობრივი თვითმმართველობა იმ ღონისძიებების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც ხვალ ბავშვების წაყვანა შეგეძლებათ.
დღის განმავლობაში გაბაშვილის პარკში საბავშვო ატრაქციონები უფასო იქნება.

11:00 სთ – დღის განმავლობაში – საბავშვო ატრაქციონები – ოპერის თეატრის გვერდით და საათთან.

12:00სთ – “მხიარული სტარტები” საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისათვის – სპორტის სასახლე.

16:00 “მოსწავლეთა შემოქმედებითი ოლიმპიადა -2017” დასკვნითი ტური – დასწრება თავისუფალია – ლ.მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი.

16:00 კომპოზიტორ ნუკრი კარკაძის და ააიპ კულტურულ სახელოვნებო დაწესებულებათა გაერთიანების საბავშვო სიმღერების კონცერტი. – კულტურის ცენტრში

17:00 სთ – 5 კმ გარბენი საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის – “სიცოცხლე-მოძრაობაა!!!” – ავტოქარხნის ხიდიდან ცენტრალურ მოედნამდე.

14:00 სთ ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა ლიცეუმის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა – დ. კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეაში.

12:00 – სპექტაკლი “გულადი ფისო”- თოჯინების თეატრში

19:00- სთ ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ფიგურული ციგურაობის საჩვენებელი წარმოდგენა – ყინულის მოედანზე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *